დუბაიში 270 მლნ დოლარის ღირებულების ზოოპარკი გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 14:58 | 16.01.2017
ნანახია: 1422

დუბაის ზოოპარკი Dubai Safari 2017 წლის სექტემბერში გაიხსნება. პროექტის ღირებულება 270 მლნ დოლარად არის შეფასებული. პირველ ეტაპზე ზოოპარკში 3 500 ცხოველს მოათავსებენ.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი აპრილში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბოლო მონაცემებით, საფარი-ზოოპარკი მხოლოდ ზაფხულის შემდეგ გაიხსნება.

ზოოპარკი რღია ”საფარის” პრინციპით შენდება, სადაც სეირნობა სპეციალური ტრანსპორტით იქნება შესაძლებელი. აქ განთავსდება ”აზიური, აფრიკული და არაბული” სოფლები, ასევე ვეტერინალური ჰოსპიტალი და კვლევითი ცენტრი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე