ჭაში ჩავარდნილმა სერბმა გაყინულ წყალში 2 დღე-ღამე გაძლო

საქართველო, თბილისი - 17:00 | 10.01.2017
ნანახია: 1499

სერბეთის აღმოსავლეთში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა. საშობაო ბაზრობაზე წასული ეიზდიმირ მილიჩი სახლში აღარ დაბრუნებულა.

2 დღის შემდეგ ის 5 მეტრიან ჭაში თანასოფლელმა გორან მარკოვიჩმა იპოვნა.

ეიზდიმირმა მინუს 20 გრადუსამდე გაყინულ წყალში 52 საათი გაატარა და ცოცხალი გადარჩა.

ის ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე