ვანში ძმამ ძმა მშობლების თვალწინ მოკლა

საქართველო, თბილისი - 14:42 | 10.01.2017
ნანახია: 1233

ვანის რაიონის სოფელ ყუმურში, ძმამ ძმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სანადირო თოფით, მშობლების თვალწინ მოკლა. 
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ვანის რაიონის სოფელ ყუმურში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თავის ძმას, 1992 წელს დაბადებულ კ. გ.-ს და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა - 108-ე მუხლით მიმდინარეობს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე