ავარია გორში - გარდაცვლილია მცირეწლოვანი ბავშვი

საქართველო, თბილისი - 14:00 | 10.01.2017
ნანახია: 1180

ავარია გორის რაიონის სოფელ სკრასთან - შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მცირეწლოვანი ბავშვი. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლს მანქანა მოყინულ გზაზე მოუცურდა და ხევში ჩავარდა.

3 წლის ბავშვი ადგილზე დაიღუპა, მშობლები და 11 წლის მოზარდი ამ დრომდე საავამყოფოში იმყოფებიან. ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე