შერი და ქეთი პერი ტრამპის საწინააღმდეგო აქციაში მიიღებენ მონაწილეობას

საქართველო, თბილისი - 13:24 | 10.01.2017
ნანახია: 1512

ცნობილი მომღერლები შერი და ქეთი პერი, მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი და სხვა ვარსკვლავები მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ დაგეგმილ ქალთა საპროტესტო აქციაში. ამის შესახებ გამოცემა Washington Examiner-ი წერს.

საპროტესტო მსვლელობა ვაშინგტონში 21 იანვარს, ტრამპის ინაუგურაციის მეორე დღეს გაიმართება და მშვიდობიანი ხასიათი ექნება. აქციას ასევე შეურთდებიან მსახიობები ამერიკა ფერერა, ემი შუმერი, ჯულიანა მური და ფრენსის მაკდორმენდი.

იმავე დღეს აშშ-ის სხვა შტატებში კიდევ 150-ზე მეტი ანალოგიური ღონისძიება გაიმართება. იუტას შტატში მსვლელობას მსახიობი და ტელეწამყვანი ჩელსი ჰენდლერი უხელმძღვანელებს.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება. ტრამპი სიტყვის გამოსვლის ტექსტის დაწერას თავად აპირებს. ცერემონიას 2-დან 3 მლნ-მდე ადამიანი დაესწრება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე