Yahoo! სახელს შეიცვლის და Altaba-დ გარდაიქმნება

საქართველო, თბილისი - 12:47 | 10.01.2017
ნანახია: 1175

Yahoo! სახელს შეიცვლის და Altaba-დ გარდაიქმნება. უკვე ცნობილია, რომ Yahoo! Verizon-თან გარიგების შემდეგ, სახელს შეიცვლის და ჰოლდინგური Altaba Inc-ის სახელით დაიწყებს ოპერირებას.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალი სახელი მხოლოდ ჰოლდინგურ კომპანიასთან იქნება დაკავშირებული, ბრენდი Yahoo! კი, შენარჩუნდება.

შერწყმის შემდეგ, კომპანიას დატოვებს აღმასრულებელი დირექტორი მარისა მეიერი, ასევე დირექტორთა საბჭოს 5 წევრი, მათ შორის Yahoo! დამფუძნებელი დევიდ ფილო.

შეგახსენებთ, Verizon Yahoo! -ს ინტერნეტ აქტივებს  4,83 მლრდ დოლარად ყიდულობს, ამასთან  Yahoo! წილი Alibaba Group-ში  Verizon-ის ხელში არ გადავა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე