ებრაელმა სამხედროებმა პალესტინელი თავდამსხმელი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 11:17 | 10.01.2017
ნანახია: 1207

მორიგი თავდასხმა განხორციელდა ისრაელში. შეიარაღებული პალესტინელი თავს ებრაელ სამხედროებს ნალბუსის დასახლებაში დანით დაესხა.

სამხედროებმა მას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც პალესტინელი ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. ბოლოს მასშტაბური ტერორისტული აქტი ისრაელში 8 იანვარს განხორციელდა.

ახალგაზრდა პალესტინელი სამხედროების ჯგუფში სატვირთო მანქანით შეიჭრა, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე