ტრამპის სიძე პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი იქნება

საქართველო, თბილისი - 10:21 | 10.01.2017
ნანახია: 1307

დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი პრეზიდენტის უფროს მრჩევლად დაინიშნება. შესაბამისი ინფორმაცია არჩეული პრეზიდენტის შტაბში დაადასტურეს.

ტრამპის ქალიშვილის ივანკას ქმარი შტაბის განცხადებაში აღნიშნულია მისი მნიშვნელოვანი როლი ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში.

როგორც ”როიტერი” ტრამპის გუნდის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, კუშნერი ახლო აღმოსავლეთთან სავაჭრო საკითხებით დაკავდება.

 დღემდე მას სახელმწიფო მმართველობის გამოცდილება არ ჰქონია. ის ნიუ იორკში უძრავი ქონების ბიზნესით იყო დაკავებული. მის მფლობელობაში შედიოდა გაზეთი ”ნიუ იორკ ობსერვერიც”.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე