გმირულად დაღუპულ მებრძოლთა ოჯახებს ორდენები გადაეცემათ

საქართველო, თბილისი - 17:44 | 09.01.2017
ნანახია: 1148

10 იანვარს, 13:00 საათზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების 28 სამხედრო მოსამსახურეს ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენი გადაეცემა.

 სახელმწიფო ჯილდოებს და დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრებს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე გადასცემს.

უწყების სახელით მათ საახალწლო საჩუქრებსაც დაურიგებენ.  ცერემონიას დაესწრებიან ვეტერანთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, ვეტერანები და დაღუპულ ჯარისკაცთა თანამებრძოლები. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე