ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი აბესაძისა და ოთარ კახიძის კანდიდატურები განიხილება

საქართველო, თბილისი - 11:17 | 09.01.2017
ნანახია: 1346

ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელიას შემცვლელებად, ოთარ კახიძისა და ირაკლი აბესაძის კანდიდატურები განიხილება. ასევე, კულუარული ინფორმაციით, ნიკა მელია დამოუკიდებელ საპარლამენტო ფრაქციას შექმნის, რომელშიც სავარაუდოდ, 8 დეპუტატი გაერთიანდება.

საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლის თავმჯდომარე ამჟამად ნიკა მელიაა, ნაციონალური მოძრაობის 21 დეპუტატს აერთიანებს. ენმ-ის სიით გასულ კიდევ ექვს დეპუტატს უმცირესობაში შემავალი მეორე ფრაქცია, "ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის" აქვს.

რაც შეეხება მელიას შემცვლელ სავარაუდო კანდიდატურებს, ირაკლი აბესაძე ამჟამად აღნიშნული ფრაქციის წევრია, ოთარ კახიძე კი ფრაქციის - „ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის“ წევრი. შესაბამისად მისი კანდიდატურის განხილვის შემთხვევაში, მას ფრაქციის შეცვლა მოუწევს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე