უგულავა სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 19:35 | 06.01.2017
ნანახია: 1706

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს, ამის შესახებ უგულავამ ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა მიხეილ სააკაშვილის გარდა, შეხვდება პარტიაში ყველა ჯგუფის წარმომადგენლებს.

"თუ ერთი პროცენტი მაინც არსებობს, რომ პარტიაში არსებული კრიზისი დაიძლიოს, ძალისხმევას არ დავიშურებ, ჩემი ვალდებულებაა, ეს ვცადო. მაგრამ თუ ამის შანსი არ არსებობს, ჩემი პირადი პოზიციაა, ასეთი სამარცხვინო ფორმით არ მოხდეს ყველაფერი, როგორც ახლა ხდება. თუმცა, ძველი ურთიერთობის ფორმები ვერ აღდგება, რადგან დრო მიდის და დრო ყველაფერს ცვლის", - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე