ხვალ, ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი თბილისს პირველ ლედისთან ერთად ეწვევა

საქართველო, თბილისი - 13:25 | 06.01.2017
ნანახია: 1434

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, 9 იანვარს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი რუვენ რივლინი საქართველოს ეწვევა.

ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი თბილისს პირველ ლედისთან ერთად ეწვევა და ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტისთავმჯდომარესთან.

რუვენ რივლინის დახვედრის ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ისრაელისპრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდება.

შეხვედრების შემდეგ პრეზიდენტები მედიის წინაშე განცხადებებს გააკეთებენ და ერთობლივ პრესკონფერენციას  გამართავენ.

10 იანვარს, ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე დღეს საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ისრაელის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა. შეხვდრაზე ისრაელისპრეზიდენტის  ოფიციალური ვიზიტის დეტალები განიხილეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე