საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 12:31 | 06.01.2017
ნანახია: 1239

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ გენერალურ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩია.

კონკურსის მეორე ტურში  ხუთი კანდიდატი მონაწილეობდა - ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, ნათია კუპრაშვილი და თინათინ ბერძენიშვილი.

პირველი კენჭისყრის დროს ვასილ მაღლოაფერიძემ ოთხი ხმა მიიღო, თინათინ ბერძენიშვილმა  - ორი, რის გამოც განმეორებითი კენჭისყრა გახდა საჭირო.

განმეორებითი ფარული კენჭისყრის შედეგად ვასილ მაღლაფერიძემ 6  ხმა მიიღო, თინათინ ბერძენიშვილმა -

კანდიდატის  გამარჯვებისთვის ხუთი ხმა იყო საჭირო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს 6 წლით ვადით ირჩევენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე