საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 12:18 | 06.01.2017
ნანახია: 1152

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ასარჩევად მეორე ტური დაინიშნა. კონკურსის მეორე ტურში  ხუთი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას:  ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, ნათია კუპრაშვილი და თინათინ ბერძენიშვილი.

პირველ ტურში ფარული კენჭისყრით 4 ხმა ვასილ მაღლაფერიძემ მიიღო, თინათინ ბერძენიშვილს კი 2 ხმა ერგო წილად.

დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად სულ მცირე 5 ხმა იყო საჭირო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე