საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი

საქართველო, თბილისი - 15:27 | 05.01.2017
ნანახია: 1143

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი. კენჭისყრა 12:00 საათზეა დანიშნული.
დირექტორობის კანდიდატებთან სამეურვეო საბჭოს შეხვედრები დღეს გაიმართა.

კონკურსის მეორე ტურში სულ 5 კანდიდატი მონაწილეობს - ვასილ მაღლაფერიძე, ნინო ზაუტაშვილი, ზაალ ანჯაფარიძე, ნათია კუპრაშვილი და თინათინ ბერძენიშვილი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად არჩეული იქნება ის კანდიდატი, რომელიც სამეურვეო საბჭოს წევრთა მინიმუმ ხუთ ხმას მიიღებს. თუ 5 ხმის დაგროვება ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო, ასეთ შემთხვევაში მეორე ტური დაინიშნება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე