„კრწანისის“ სასწავლო ცენტრში რამდენიმე პირის შეჭრის მოტივი ქურდობა იყო - ლევან იზორია

საქართველო, თბილისი - 14:04 | 30.12.2016
ნანახია: 1561

თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, „კრწანისის“ სასწავლო ცენტრში რამდენიმე პირის შეჭრის მოტივი ქურდობა იყო.
მისი თქმით, უმოკლეს პერიოდში მოხდა იდენტიფიცირება იმ პიროვნებების, ვინც შეიჭრა ტერიტორიაზე.

,,დადგენილია მათი შეჭრის მოტივიც. ეს ცალსახად იყო ქურდობა და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. 25 დეკემბერს გაიმართა ექსპერტიზა და შესაბამისად, მალე დაიწყება საქმის ალბათ არსებითი განხილვა“, - განაცხადა იზორიამ.
რამდენიმე თვის წინ, ”კრწანისის” ტერიტორიაზე უცხო პირების შეჭრის მცდელობისას ერთი პირი გარდაიცვალა.
საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე