პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის საახალწლო ამანათების მიღება გრძელდება

საქართველო, თბილისი - 13:56 | 30.12.2016
ნანახია: 1183

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვის, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, ამანათების მიღება დღესაც გრძელდება.

ამანათების შეგზავნა დაწესებულებებში გუშინ დილიდან დაიწყო და ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში 29 დეკემბერს 895 ამანათი იქნა მიღებული. კანონით დადგენილი წესით, ამანათების შეგზავნის პროცესი სამუშაო საათების განმავლობაში დღესაც მიმდინარეობს და ხვალ, 31 დეკემბერს 14:00 საათზე დასრულდება.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს ამანათების მიღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვას.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე