კარასინი: საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე მუშაობისთვის მზად ვართ

საქართველო, თბილისი - 17:09 | 29.12.2016
ნანახია: 1346

რუსული მხარე მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გასაუქმებლად იმუშაოს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა. მისივე თქმით, ამ საკითხში პოზიტიური ტენდენცია 2017 წელს უნდა გამყარდეს.

"პრეზიდენტმა პუტინმა გარკვევით თქვა, რომ საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შემოღება გამორიცხული არ არის. ჩვენც მზად ვართ საქართველოს ხელისუფლებასთან ერთობლივი მუშაობისთვის,"- აცხადებს კარასინი.

საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა რამდენიმე დღის წინ, წლის შემაჯამებელ პრესკონფერეციაზე განაცხადა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე