რუსთავი 2-მა შესაძლოა საგადასახადო ვალდებულებები ვერ შეასრულოს - ნიკა გვარამია

საქართველო, თბილისი - 13:18 | 29.12.2016
ნანახია: 1375

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი იმ ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც ტელევიზიას უკვე წელიწადნახევარია აქვს. გვარამიას განცხადებით, სასამართლო დავისა და ყადაღის პირობებში, ტელევიზია ვერ ახორციელებს საბანკო ოპერაციებს, ვერ იღებს სესხს და უკვე დადგა იმ პრობლემის წინაშე, რომ ვერ ასრულებს საგადასახადო ვალდებულებებს. გვარამია ხელისუფლებას და სასამართლო ხელისუფლებას მიმართავს დროულად დაასრულოს საქმის განხილვა, გამოიტანოს ობიექტური გადაწყვეტილება და არხს მისცეს საშუალება სრულფასოვნად განაგრძოს მუშაობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გვარამია ამბობს, რომ რუსთავი 2 მაუწყებლობის გაგრძელებას ვერ შეძლებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე