ჯორჯიის შტატში უცნობმა პირმა საცხოვრებელ სახლში ცეცხლი გახსნა

საქართველო, თბილისი - 11:54 | 29.12.2016
ნანახია: 1514

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა ამერიკის ჯორჯიის შტატის ქალაქ კოლუმბუსში. ტელეარხ WTVM-ის ცნობით, ინციდენტი საცხოვრებელ სახლში მოხდა.  ცეცხლი დაუდგენელმა პირმა გახსნა. პოლიცია შემთხვევის ადგილზე მალე მივიდა. სამი დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე