ერაყის არმიამ მოსულში ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ახალი იერიში დაიწყო

საქართველო, თბილისი - 10:58 | 29.12.2016
ნანახია: 1324

ერაყის სახელისუფლო ძალებმა მოსულში  ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ახალი იერიში დაიწყეს.

”როიტერის” ცნობით, იმ რაიონებში, სადაც იერიში დაიწყო, საბრძოლო მოქმედებები მთელი თვის განმავლობაში არ მიმდინარეობდა.

მანამდე არმიამ მოსულის 56 რაიონიდან 40 უკვე გაათავისუფლა. ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრის იბრაგიმ ალ-ჯაფარის განცხადებით, სამხედროები სიფრთხილით მოქმედებენ, რათა მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოება დაცული იყოს.

მოსული ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა 2014 წელს დაიკავეს. ოქტომბერში მოსულის გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო, მასში ერაყის არმია, საერთაშორისო კოალიცია აშშ-ის მეთაურობით და ქურთთა ”პეშმერგას” შენაერთები მონაწილეობენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე