64 წლის ქალმა ბავშვი გააჩინა

საქართველო, თბილისი - 10:24 | 29.12.2016
ნანახია: 1480

ჩინეთის ცზილინის პროვინციაში 64 წლის ქალმა ბავშვი გააჩინა და ქვეყანაში ყველაზე ხანდაზმული დედა გახდა. Sina-ს ინფორმაციით, ბავშვი სრულიად ჯანმრთელია.

გამოცემის ცნობით, ქალმა ქალაქ ჩანჩუნის კლინიკაში იმშობიარა.

აღსანიშნავია, რომ ქალი ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად დაორსულდა.

ქალის ახლობლების თქმით, ცოლ-ქმარმა ბავშვის გაჩენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მათი ერთადერთი შვილი გარდაიცვალა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე