უკრაინამ ევროკავშირისგან 55 მილიონი ევროს ოდენობის მეორე ტრანში მიიღო

საქართველო, თბილისი - 14:13 | 28.12.2016
ნანახია: 1243

 

უკრაინამ ევროკავშირისგან ფინანსური დახმარების სახით 55 მილიონი ევროს ოდენობის მეორე ტრანში მიიღო. 

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკომისიამ თანხა განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების შეფასების შედეგად გამოუყო. 

შეთანხმება უკრაინასა და ევროკავშირს შორის ფინანსური დახმარების თაობაზე 2014 წელს შედგა. 

პირველი ტრანში 250 მილიონი ევროს ოდენობით კიევმა იმავე წლის ზაფხულში მიიღო.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე