იაპონიის პრემიერ-მინისტრი პერლ-ჰარბორის სამხედრო ბაზაზე ჩავიდა

საქართველო, თბილისი - 13:36 | 28.12.2016
ნანახია: 1358

იაპონიის პრემიერ-მინისტრი პერლ-ჰარბორის სამხედრო ბაზაზე ჩავიდა. 

სინძო აბე შეერთებული შტატების პრეზიდენტს, ბარაკ ობამას შეხვდა და სამხედრო ბაზა მოინახულა, რომელიც 1941 წელს იაპონიის შეარაღებული ძალების თავდასხმის სამიზნე გახდა. 

ბარაკ ობამამ იაპონიის ლიდერის ვიზიტი ისტორიულ ჟესტად შეაფასა, თავის მხრივ კი სინძო აბემ მწუხარება გამოთქვა 75 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის გამო, რასაც 2 300 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა. 

იაპონიის პრემიერმინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებისთვის.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე