ინდოეთში მატარებლის რელსებიდან გადავარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 13:33 | 28.12.2016
ნანახია: 1355

ინდოეთში სამგზავრო მატარებლის რელსებიდან გადავარდნას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 43 კი დაშავდა. 

ინციდენტი გამთენიისას მოხდა. გავრცელებულ კადრებში ჩანს მატარებლის შემადგენლობიდან გადავარდნილი ორი ვაგონი. 

ბოლო პერიოდში, ეს უკვე რიგით მესამე შემთხვევაა ინდოეთში. მიზეზად კი მოძველებული ლიანდაგები სახელდება, რომლებიც უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე