ოდესაში რუსეთის საკონსულოსთან ტუ-154-ის კატასტროფის მსხვერპლთა საპატივსაცემოდ მიტანილი ყვავილები გადაყარეს

საქართველო, თბილისი - 13:25 | 28.12.2016
ნანახია: 1489

ორგანიზაცია ”მარჯვენა სექტორის” წარმომადგენლებმა ოდესაში რუსეთის საკონსულოსთან ტუ-154-ის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის საპატივსაცემოდ მიტანილი ყვავილები გადაყარეს.

”გენერალური დალაგება რუსეთის საკონსულოსთან” - ”მარჯვენა სექტორის” ოდესის განყოფილების ხელმძღვანელმა სერგეი სტერნენკომ  Facebook-ის გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა.

მანამდე პოროშენკოს მრჩეველმა იური ბირიუკოვმა განაცხადა, რომ მას კიევში რუსეთის საელჩოსთან კუნელის მიტანა სურდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ აღნიშნა, რომ მოსკოვს კიევის ”სიხარულის” ესმის. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლებაში მოვიდნენ ძალები, რომლებსაც მხარს ნაციონალისტები და რადიკალები უჭერენ.

თვითმფრინავი ტუ-154 სირიაში მიფრინავდა. მან კატასტროფა შავ ზღვაში 25 დეკემბერს განიცადა. ბორტზე 84 მგზავრი და ეკიპაჟის რვა წევრი იმყოფებოდა. მათ შორის იყვნენ სამხედროები, ჟურნალისტები და ალექსანდროვის სახელობის ანსამბლის წევრები, რომლებსაც სირიაში კონცერტი უნდა გაემართათ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე