თბილისის №196 ბაღის ავარიულ ფლიგელს გამაგრება-აღდგენა-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა

საქართველო, თბილისი - 13:06 | 28.12.2016
ნანახია: 1193

სამგორის რაიონში, ვარკეთილი 3-ის IV მ/რ-ში მდებარე №196 ბაღის ავარიულ ფლიგელს გამაგრება-აღდგენა-რეკონსტრუქცია ჩაუტარდა. შენობის ეს ნაწილი წლების განმავლობაში უფუნქციოდ იყო დარჩენილი.

გამაგრდა შენობის ავარიული ნაწილის საძირკველი, მოეწყო ბაღის შიდა სივრცე, გარემონტდა შენობის გარე ფასადი, გაკეთდა ღობე, შენობაზე დამონტაჟდა პანდუსი.  

სამუშაოების შედეგად ბაღს 4 ახალი ჯგუფი დაემატა. შესაბამისად, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესში  დამატებით 150-მდე ბავშვი ჩაერთო.

ბაღის გამაგრება-აღდგენა-რეკონსტრუქციის სამუშაოების ღირებულებამ 464 000 ლარი შეადგენა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე