შავ ზღვაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთის ჩანაწერი გაშიფრულია

საქართველო, თბილისი - 12:19 | 28.12.2016
ნანახია: 1301

შავ ზღვაში რუსული თვითმფრინავის კატასტროფის ადგილზე 15 ცხედარი და ლაინერის დანარჩენი შავი ყუთებიც იპოვეს. გამოძიება მომხდარის ახალ ვერსიაზე მუშაობს.

ექსპერტებმა გაშიფრეს შავი ყუთი, რომელშიც გაკრკევით ისმის პილოტის სიტყვები. ის ჯერ ფრთაუკანა ფარებს ახსენებს, შემდეგ კი ამბობს, რომ ლაინერი ვარდება. სპეციალისტების განცხადებით, ტუ 154 შესაძლოა, სწორედ ფრთაუკანა ფარების სისტემის გაუმართაობის გამო ჩამოვარდნილიყო.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილმა ლაინერმა კატასტროფა 25 დეკემბერს სოჭის მახლობლად, განიცადა. ბორტზე 92 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი ადგილზე დაიღუპა. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე