ტრამპი გაეროს გასართობ კლუბს უწოდებს

საქართველო, თბილისი - 12:10 | 28.12.2016
ნანახია: 1306

გაერო არის კლუბი, სადაც ადამიანები ერთმანეთის შესახვედრად და კარგი დროის გასატარებლად იკრიბებიან - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა ”ტვიტერის” საშუალებით გააკრიტიკა.

მისი თქმით, გაერო უდიდესი პოტენციალის მქონე ორგანიზაციაა, თუმცა მისი გამოყენება სამწუხაროდ არ ხდება.

დონალდ ტრამპი ამბობს, რომ 20 იანვრის შემდეგ - მას შემდეგ რაც ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად დაიწყებს - ამერიკის გაეროსთან დამოკიდებულება შეიცვლება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე