ერაყის არმიამ ტერორისტებისგან მოსულის უდიდესი ნაწილი გაათავისუფლა

საქართველო, თბილისი - 12:00 | 28.12.2016
ნანახია: 1287

ერაყელმა სამხედროებმა ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებისგან მოსულის უდიდესი ნაწილი გაწმინდეს.

 ერაყის ხელისუფლების განცხადებით, 56 რაიონიდან 40 ტერორისტებისგან თავისუფალია. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის იბრაგიმ ალ-ჯაფარის თქმით, ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები უდიდეს ფინანსურ დახმარებას იღებენ. მისივე თქმით, უახლოესი სამი თვის განმავბლობაში ხელისუფლება ”ისლამურ სახელმწიფოს” გაანადგურებს.

მოსულის გათავისუფლების ოპერაცია 17 ოქტომბერს დაიწყო. მასში ერაყის არმია, საერთაშორისო კოალიცია აშშ-ის მეთაურობით და ქურთების ”პეშმერგას” შენაერთები მონაწილეობენ. ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა მოსული 2014 წელს დაიკავეს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე