„მაესტროს” ერთ-ერთმა მეწილე მაკა ასათიანმა კუთვნილი 25%-იანი წილი დათმო

საქართველო, თბილისი - 10:00 | 28.12.2016
ნანახია: 1249

ტელეკომპანია „მაესტროს” ერთ-ერთმა მეწილე მაკა ასათიანმა კუთვნილი 25%-იანი წილი დათმო. ასათიანის წილი მედიაჰოლდინგმა „იმედმა” შეისყიდა. ადვოკატ გიორგი გვენეტაძის განცხადებით, შეთანმხება უკვე მიღწეულია და ახლა, მხოლოდ იურიდიული პროცედურებია დარჩენილი. მისივე თქმით, მაკა ასათიანი ტელეკომპანიის მმართვის საკითხებში გადაწყვეტილების მიმღები არ იყო, რაც მისი წილის დათმობის მიზეზი გახდა. 

მედიაჰოლდინგმა „იმედმა” ტელეკომპანია „მაესტროს” შესყიდვის შესახებ გუშინ განაცხადა. რაც ეხება „ჯი-დი-ესს”, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე