მძარცველმა თავი მოიკლა

საქართველო, თბილისი - 13:02 | 27.12.2016
ნანახია: 1462

მოსკოვში სროლის ხმა ისმოდა. ახალგაზრდა მამაკაცი გამთენიისას ელინსკის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში შეიჭრა და მძევლად ხანდაზმული ქალბატონი აიყვანა. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციელებს მან ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიჭრა. სამართალდამცველებმა სპეცრაზმი და სნაიპერები გამოიძახეს. ბინაში ბლოკირებულმა მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. დანაშაულის მოტივად ძარცვა სახელდება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე