აზერბაიჯანში გაზსადენი აფეთქდა

საქართველო, თბილისი - 13:00 | 27.12.2016
ნანახია: 1458

დღეს დილით, აზერბაიჯანში, ბაქო-ალიატის გაზსადენის მონაკვეთზე, აფეთქება მოხდა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე სახანძრო სამსახური და სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. აფეთქების მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

აფეთქების შედეგად ახლოს მდებარე შენობები მცირედ დაზიანდა. მიმდინარეობს გამოძიება.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე