„რუსთავი 2”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეო მეთვალყურეობის კამერები დამონტაჟდება

საქართველო, თბილისი - 13:33 | 24.10.2015
ნანახია: 1801

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების საფუძველზე, დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო იღებს განსაკუთრებულ ზომებს. კერძოდ:

ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიდეო მეთვალყურეობის კამერები დამონტაჟდება, რომელთა საშუალებითაც მთელი პერიმეტრის ოცდაოთხსაათიანი მონიტორინგი მოხდება. ამასთან, აღნიშნულ ტერიტორიაზე საპატრულო ეკიპაჟები დღე-ღამის განმავლობაში მუდმივად იმორიგევებენ, რათა უზრუნველვყოთ მოქალაქეების და, მათ შორის, ტელეკომპანიის თანამშრომლების უსაფრთხოება და თავიდან ავირიდოთ მოსალოდნელი პროვოკაციები.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე