შავ ზღვაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთი ნაპოვნია

საქართველო, თბილისი - 11:36 | 27.12.2016
ნანახია: 1424

მაშველებმა შავ ზღვაში ჩამოვარდნილი ტუ-154-ის შავი ყუთი და კიდევ სამი ცხედარი იპოვნეს. ცხედრებს იდენტიფიკაციისთვის მოსკოვში გადაასვენებენ.

საბორტო ჩანაწერების შესწავლა კი უკვე დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი ლაინერი, რომლის ბორტზეც 92 ადამიანი იმყოფებოდა, სოჭის სანაპიროდან 6 კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა.

დაღუპულებს შორის ჟურნალისტები, მუსიკოსები და მსახიობებიც არიან. მათ სირიის რუსულ სამხედრო ბაზაზე კონცერტი უნდა ჩაეტარებინათ.  




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე