ვლადიმერ ბედუკაძე პოლიტიკურ გადაცემას წაიყვანს

საქართველო, თბილისი - 18:16 | 26.12.2016
ნანახია: 1150

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე, საავტორო პოლიტიკურ გადაცემას მოამზადებს. როგორც ბედუკაძემ ,,რუსთავი 2”-თან საუბრისას განაცხადა, ახალი გადაცემა სავარაუდოდ ტელეკომპანია ,,თბილისი 24“-ის ეთერში გავა და არხის ხელმძღვანელობას გადაცემის პროექტი მან თავად შესთავაზა.  

"ვაპირებ პოლიტიკური გადაცემის მომზადებას, ეს იქნება 5 წუთიანი გადაცემა ერთ-ერთი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის პროექტის მსგავსი,"-განაცხადა ბედუკაძემ.

კითხვაზე, იქნება თუ არა ბედუკაძის პროექტი, რუსი ჟურნალისტის მიხეილ ლეონტევის ტელეპროექტის "однако"-ს მსგავსი, ბედუკაძემ გვიპასუხა  - "შეიძლება, ასე უცებ როგორ გამოიცანით". 

ტელეკომპანია ,,თბილისი 24“-ს მაუწყებლობის ლიცენზია კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს მისცა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე