რუსეთში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული

საქართველო, თბილისი - 16:35 | 26.12.2016
ნანახია: 1252

სოჭის სანაპიროებთან ნაპოვნი 10 ცხედარი  მოსკოვში გადაასვენეს, სადაც მათი იდენტიფიკაცია მოხდება.  კატასტროფის ადგილას სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. მასში 3 500-ზე მეტი ადამიანია ჩართული.

დაღუპულთა ხსოვნას პატივს ადლერის აეროპორტთან მდებარე ეკლესიაში მიაგებენ, სადაც სადაც ადგილობრივებს ყვავილები და სანთლები მიაქვთ.

თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 92 ადამიანი იმყოფებოდა, შავ ზღვაში გუშინ, გამთენიისას ჩამოვარდა. კატასტროფის გამომწვევ მიზეზად ორი ძირითად ვერსიას, თვითმფრინავის ტექნიკურ გაუმართაობას და პილოტის შეცდომას განიხილავენ.

მომხდარის გამო რუსეთში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე