ტრამპი ობამას გადაწყვეტილებების 70%-ის გააუქმებს გეგმავს

საქართველო, თბილისი - 16:34 | 26.12.2016
ნანახია: 1239

დონალდ ტრამპი ბარაკ ობამას გადაწყვეტილებების 70 პროცენტის გაუქმებას აპირებს. ამის შესახებ არჩეული პრეზიდენტის მრჩეველმა ნიუტ გინგრიჩმა ტელეკომპანია ფოქს ნიუსისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

კონგრესის ყოფილი სპიკერის თქმით, ობამას დადგენილებების უმეტესობა ინაუგურაციის ცერემონიის დასრულებისთანავე გაუქმდება, რადგანაც ქვეყნის მოქმედი ლიდერი ბოლო პერიოდში გადაწყვეტილებებს ტრამპის ჯიბრზე იღებს.

დონალდ ტრამპი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად 20 იანვრიდან შეუდგება. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე