მოლდოვას პრეზიდენტის რეზიდენციის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს

საქართველო, თბილისი - 15:32 | 26.12.2016
ნანახია: 1478

მოლდოვას პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს. სახელმწიფოს მეთაურის საიტის რუმინული ვერსია კი მოლდოვური ენით შეცვალეს.

ამასთან პარლამენტისა და ქვეყნის სხვა  ყველა სახელმწიფო შენობაზე, მოლდოვას ეროვნული დროშის გვერდით ევროკავშირის დროშაც ფრიალებს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ქვეყნის ლიდერი იგორ დოდონი კონსტიტუციას პატივს სცემს და ყველას იგივე ქმედებისკენ მოუწოდებს.

დოდონი თავისი უფლებამოსილების შესრულებას 23 დეკემბერს შეუდგა. თავისი წინასაარჩევნო კამპანიის თანახმად, ის რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას აპირებს. ასევე გეგმავს რუსეთის ბაზარზე მოლდოვური პროდუქციის დაბრუნებას და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის ნორმალიზებას.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე