თბილისში მოსახლეობისთვის დენის ტარიფი უცვლელი რჩება

საქართველო, თბილისი - 14:43 | 26.12.2016
ნანახია: 1175

სემეკ-ის გადაწყვეტილებით, თბილისში კომერციული ობიექტების ნაწილისთვის ტარიფი იმატებს.

2017 წლის იანვრიდან,  მაღალ ძაბვაზე, ძველთან შედარებით, ტარიფმა 0,446-ით მოიმატა, საშუალო ძაბვაზე მომუშავე ობიექტებისთვის ტარიფი 0,035 -ით გაიზარდა. დაბალ ძაბვაზე კომერციული ტარიფი კი, უცვლელი დარჩა.

რაც შეეხება მოსახლეობას, სემეკ-ის დღევანდელი გადაწყვეტილებით, თბილისში მოსახლეობისთვის დენის ტარიფი უცვლელი რჩება.

თბილისის მსგავსად, სამომხმარებლო ტარიფები „ენერგო-პრო“ ჯორჯიას აბონენტებისთვისაც უვლელი დარჩა. "ენერგო-პრო ჯორჯია" კახეთის გარდა, ყველა სხვა დანარჩენ რეგიონს ემსახურება. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე