მექსიკაში შობის დღეს 10-ზე მეტი ადამიანი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 14:13 | 26.12.2016
ნანახია: 1428

მექსიკის დასავლეთით შობის დღეს ძალადობის პიკი დაფიქსირდა. ქვეყნის ერთ-ერთ დასავლეთ შტატში პოლიციამ ექვსი მოკვეთილი თავი აღმოაჩინა. მეზობელ რეგიონში კი შვიდი ადამიანი მოკლეს.

მოკვეთილი თავები მიჩოაკანის შტატში იპოვეს. ბოლო დროს ამ სტატში გრძელდება სასტიკი შეტაკებები ორ მტრულ ნარკოკარტელს შორის. მოკლულების იდენტიფიცირება და მათი სხეულების პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

მეზობელი შტატის ჰერეროს სამართალდამცველებმა ორი ოჯახის დახოცვის შესახებ განაცხადეს. მათი მონაცემებით, უცნობი პირები სახლებში შეიჭრნენ და ცოლ-ქმარი და კიდევ ხუთსულიანი ოჯახი დახოცეს.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე