გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავიაბომბი ააფეთქეს

საქართველო, თბილისი - 12:53 | 26.12.2016
ნანახია: 1644

გერმანიის ქალაქ აუსბურგში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ავიაბომბი ააფეთქეს. 

ბომბის აღმოჩენის გამო ქალაქიდან 50 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. 1 800 კილოგრამიანი ბრიტანული ბომბი, რომელიც სამშენებლო სამუშაოების დროს აღმოაჩინეს, აუსბურგში, სავარაუდოდ, 1944 წელს ჩამოაგდეს. 

ბომბის გასანეტრალებელი სამუშაოები ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

აუსბურგში მსგავსი მასშტაბის ევაკუაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ განხორციელებულა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე