უკრაინის უშიშროების სამსახურმა ნადეჟდა სავჩენკო დაკითხა

საქართველო, თბილისი - 12:16 | 26.12.2016
ნანახია: 1437

უკრაინის უშიშროების სამსახურმა უმაღლესი რადას დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების წარმომადგენლებთან შეხვედრის საქმეზე დაკითხა.

დეპუტატის გარშემო სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც სავჩენკო 7 დეკემბერს ბელარუსის დედაქალაქში თვითაღიარებული რესპუბლიკების წარმომადგენლებს შეხვდა. მოგვიანებით სავჩენკომ განაცხადა, რომ ის მინსკში შეხვდა არა მტრებს, არამედ ადამიანებს, რომლებთანაც აუცილებელია მოლაპარაკებების გამართვა.

რადას დეპუტატების უმეტესმა ნაწილმა სავჩენკო სეპარატისტებთან შეხვედრის გამო გააკრიტიკა. შედმეგ კი ის ფრაქცია ”ბატკივშცინადან” გარიცხეს. ამჟამად სავჩენკო უფრაქციო დეპუტატია. რადამ ის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეადანაც გარიცხა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე