მამა გიორგის გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა

საქართველო, თბილისი - 12:10 | 25.12.2016
ნანახია: 1248

წყნეთის ქუჩაზე დაჭრილ მამა გიორგის გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. მამაოს 4 გამავალი ჭრილობა ჰქონდა და გადაუდებელი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. 

"კლინიკაში მოსვლისას აღენიშნებოდა მრავლობითი ცეცხლსასროლი ჭრილობები ორივე კიდურის მიდამოში მარცხენა წვივის ძვლის ნამსხვრევი ცეცხლნასროლი მოტეხილობა," - განაცხადა მამა გიორგის მკურნალმა ექიმმა, ირაკლი ფიფიამ.

შეგახსენებთ, რომ მამა გიირგი საკუთარს სახლთან ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 118-ე მუხლებით დაიწყო, რაც იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა-ტარებასა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე