ტრამპის საქველმოქმედო ფონდი იხურება

საქართველო, თბილისი - 11:55 | 25.12.2016
ნანახია: 1505

ტრამპი საქველმოქმედო ფონდს ხურავს. ამის შესახებ ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„წლების განმავლობაში ფონდი ათასობით ვეტერანს, სამართალდამცავებსა და ბავშვებს ეხმარებოდა, თუმცა იმისათვის, რომ პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას ინტერესთა კონფლიქტი არ გადაიკვეთოს, ფონდის დახურვის გადაწყვეტილება მივიღე,“ - აღნიშნა ტრამპმა.

მის განცხადებაზე კომენტარი უკვე გაკეთდა ნიუ იორკის პროკურატურაში. უწყების პრეს-მდივნის, ემი სპიტალნიკის თქმით, ტრამპის ფონდის წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული, რომლის დასრულებამდეც არჩეული პრეზიდენტი ფონდის დახურვას ვერ შეძლებს.

პროკურატურა ეჭვობს, რომ საქველმოქმედო ფონდი შტატის კანონმდებლობას არღვევდა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე