უცხოური მედიის ცნობით, მალტაში თვითმფრინავის გამტაცებლებმა მგზავრები გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 15:49 | 23.12.2016
ნანახია: 1488

მალტაში თვითმფრინავის გამტაცებლებმა მგზავრები გაათავისუფლეს. უცხოური მედიის ინფორმაციით მათი რაოდენობა უცნობია.

შეგახსენებთ, რომ მალტაში დაეშვა ლიბიის თვითმფრინავი, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით გაიტაცეს. ბორტზე 118 ადამიანი იმყოფებოდა და ის შიდა რეისს ასრულებდა.

მალტის პრემიერ-მინისტრმა ჯოზეფ მუსკატმა განაცხადა, რომ სამგზავრო თვითმფრინავის შესაძლო გატაცების შესახებ აცნობეს.

”ინფორმაცია მომაწოდეს ლიბიის თვითმფრინავის სავარაუდო გატაცების შესსხებ”, -წერს პრემიერი ”ტვიტერში”.

გამოცემა Times of Malta-ის ცნობით, ავიაკომპანია Afriqiyah Airways-ის თვითმფრინავი А320, მალტის აეროპორტში დაეშვა. ლაინერი რეისს სებჰიდან ტრიპოლის მიმართულებით ასრულებდა. ბორტზე ორი გამტაცებელი იმყოფებოდა, რომლებიც თვითმფრინავის აფეთქებით იმუქრებოდნენ.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე