ბერლინის თავდასხმაში ეჭვმიტანილის ადგილსამყოფელის შეტყობინებისათვის 100 ათასი ევროა დაწესებული

საქართველო, თბილისი - 10:00 | 22.12.2016
ნანახია: 1399

ევროპის ტერიტორიაზე, სადაც შენგენის შეთანხმება მოქმედებს, ტუნისელ მამაკაცს ეძებენ, რომელიც ბერლინის საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი. უკვე გაიცა დაპატიმრების ორდერი 24 წლის ანის ამრიზე, რომელიც გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებით შეიარაღებულია და საფრთხეს წარმოადგენს.

მისი ადგილსამყოფელის შეტყობინებისათვის ჯილდოდ 100 ათასი ევროა დაწესებული.

ჟურნალ Spiegel-ის ცნობით, მოწმობა, რომელიც ეჭვმიტანილმა სატვირთო მანქანაში დატოვა, ადასტურებს, რომ ის თავშესაფრის მაძიებელი იყო.

ამრი 1992 წელს ტუნისის ქალაქ ტატავინში დაიბადა, თავის სამშობლოში ის რადიკალური ისლამის მიმდევრად იყო ცნობილი.

ევროპაში ამრი 2011 წელს არალეგალური გზით მოხვდა. გერმანიის პოლიციის განცხადებით, თავდასხმამდე ის პოტენციურად საშიში პირების სიაში იმყოფებოდა, რომლებიც რეგულარულ შემოწმებას ექვემდებარებოდნენ.

საშობაო ბაზრობაზე თავდასხმას 12 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე კი დაშავდა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე