„ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა“ ახალი ნაკადის მიღებას იწყებს

საქართველო, თბილისი - 11:12 | 21.12.2016
ნანახია: 1492

‘’საქართველოში ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტის’’ (YES-Georgia) ფარგლებში იწყება მიღება „ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში“.  კონსკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 17-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, განაცხადები მიიღება შემდეგ ქალაქებში: თბილისი, თელავი, მარნეული, დუშეთი, გორი, ბორჯომი, ახალციხე, ხაშური, ქუთაისი, ვანი, სამტრედია, ხონი, ბათუმი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, მარტვილი, სენაკი, ხობი, ზუგდიდი, ფოთი, მესტია.

პროგრამის პარტნიორები არიან PH International”-ის ფილიალი საქართველოში და ფონდი „კრისტალი“. პროექტს ფინანსურ მხარდაჭერას უწევს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და მისო ‘’კრისტალი’’.

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა ითვალისწინებს ორ ეტაპიან სწავლებას. პირველ ეტაპზე მსმენელები შეისწავლიან ეფექტური კომუნიკაციის, მოლაპარაკების, ანალიზისა და გუნდური მუშაობის  უნარებს. მეორე ეტაპზე თავად მონაწილეების მიერ მოხდება ბიზნეს პროექტების შექმნა - ბიზნეს-იდეიდან მასშტაბირებად ბიზნეს-მოდელამდე. მსმენელების მიერ შემუშავებული პროექტებიდან საუკეთესოები მიიღებენ თანადაფინანსებას  კრისტალისგან

(http://crystalcrowd.ge/).

კურსი ჩატარდება 2 თვის განმავლობაში კვირაში ორჯერ თბილისსა და საქართველოს 20 ზემოთ აღნიშნულ ქალაქში მდებარე მისო ‘’კრისტალის’’ ფილიალებში. კურსის დამთავრების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე