პუტინის პრესკონფერენცია რუსეთის ელჩის დაკრძალვის ცერემონიის გამო გადაიდო

საქართველო, თბილისი - 11:46 | 21.12.2016
ნანახია: 1478

ვლადიმერ პუტინმა ხვალისთვის დაგეგმილი დიდი პრესკონფერენცია გადადო. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

რუსული მედიის ცნობით, ამის მიზეზი თურქეთში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის დაკრძალვის ცერემონია გახდა, რომელშიც ხვალ პუტინიც მიიღებს მონაწილეობას.

პუტინის პრესკონფერენცია  23 დეკემბერს გაიმართება.

რუსეთის ელჩი ანკარაში 19 დეკემბერს მოკლეს. ის რუსეთში უკვე გადაასვენეს.

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე