სვანეთში ზვავს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 10:20 | 21.12.2016
ნანახია: 1805

სვანეთში ჩამოწოლილ ზვავს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  ინციდენტი ჯვარი-მესტიის გზაზე, ხაიშის მონაკვეთზე მოხდა. გარდაცვლილი ადგილობრივია. ის მიკრო ავტობუსით გადაადგილდებოდა. გზის ეს მონაკვეთი ზვავის გამო ჩაკეტილი იყო, მამაკაცი კი გზის სანახავად გადავიდა რა დროსაც, ჩამოწვა ზვავი და მოიყოლა.

ცხედარი უკვე გადაასვენეს ხაიშში, მას ექსპერტიზა ქუთაისში ჩაუტარდება. მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე